22:20 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-06 22:23:35, 1110 ნახვა

პოლიტიკა
ღარიბაშვილი - ჩვენ განვიხილეთ ის ნაბიჯები, რომელიც საქართველომ ევროკავშირის გზაზე უნდა გადადგას

ეს შეხვედრა იყო განსაკუთრებული მოვლენა, რადგან ის იყო პირველი შეხვედრა მას შემდეგ, რაც საქართველომ ევროპული პერსპექტივა მიიღო. - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მათ განიხილეს ის ნაბიჯები, რომლებიც საქართველომ უნდა გადადგას ევროკავშირის გზაზე და ეს არის ის გზა, რომელსაც საქართველოს ეკუთვნის.

"ეს შეხვედრა იყო განსაკუთრებული მოვლენა, რადგან ის იყო პირველი შეხვედრა მას შემდეგ, რაც საქართველომ ევროპული პერსპექტივა მიიღო. ჩვენ განვიხილეთ ის ნაბიჯები რომლებიც საქართველომ უნდა გადადგას ევროკავშირის გზაზე და ეს არის ის გზა, რომელსაც საქართველოს ეკუთვნის. ჩვენ ვიზიარებთ ერთსა და იმავე ფასეულობებს და გვაქვს ერთი და იგივე მიზნები. ევროპული პერსპექტივა ნიშნავს ძალიან დიდ პასუხისმგებლობას და ჩვენ ეს კარგად გვესმის". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-7 სხდომაში მიიღებს მონაწილეობას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics