00:50 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-30 12:29:54, 2337 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - თუ რუს სამხედროებს გადარჩენა სურთ, დროა, სახლში გაიქცნენ

თუ რუს სამხედროებს გადარჩენა სურთ, დროა, რომ გაიქცნენ და სახლში წავიდნენ. ვისაც რუსეთში დაბრუნების ეშინია, დაე, ასეთი ოკუპანტები დანებდნენ, ჩაბარდნენ და ჩვენ მათ ჟენევის კონვენციების ყველა ნორმის დაცვის გარანტიას მივცემთ,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ოკუპანტებმა უნდა გაიაზრონ, რომ უკრაინა ყველა ტერიტორიას დაიბრუნებს, რომელიც მას ეკუთვნის.

„უკრაინა ყველა ტერიტორიას დაიბრუნებს, რომელიც ჩვენ გვეკუთვნის. მინდა, რომ ეს ოკუპანტებმაც გაიაზრონ. ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე მათი ადგილი არ იქნება. ვინმეს აინტერესებს, რა არის ჩვენი გეგმა? ამის შესახებ რაიმე კონკრეტულ ინფორმაციას ვერცერთი პასუხისმგებელი პირისგან ვერ მოისმენთ, რადგან, ეს ომია და ომის დროს ასე ხდება. მაგრამ, ოკუპანტებმა უნდა იცოდნენ, რომ ჩვენ მათ საზღვრამდე განვდევნით. განვდევნით ჩვენს საზღვრამდე, რომლის ხაზიც არ შეცვლილა და დამპყრობლებმა ეს კარგად იციან.

თუ მათ გადარჩენა სურთ, რუსი სამხედროებითვის დროა, რომ გაიქცნენ და სახლში წავიდნენ. ვისაც რუსეთში დაბრუნების ეშინია, დაე, ასეთი ოკუპანტები დანებდნენ, ჩაბარდნენ და ჩვენ მათ ჟენევის კონვენციების ყველა ნორმის დაცვის გარანტიას მივცემთ. თუ ისინი მე არ მომისმენენ, მაშინ საქმე ექნებათ ჩვენს დამცველებთან, რომლებიც იქამდე არ გაჩერდებიან, სანამ ყველაფერს არ გაათავისუფლებენ, რაც უკრაინას ეკუთვნის. ჩვენ ამაზე 187 დღეა, ვსაუბრობთ“,- განაცხადა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, რომ 24 თებერვლიდან რუსეთი აწარმოებს „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით. ვლადიმერ პუტინმა მის მიზანს უწოდა "ადამიანების დაცვა, რომლებიც რვა წლის განმავლობაში ექვემდებარებოდნენ ბულინგსა და გენოციდს კიევის რეჟიმის მიერ".

რუსეთის მტკიცებით, შეიარაღებული ძალები მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურას და უკრაინულ ჯარებს ურტყამენ. ამასთან თავდაცვის დეპარტამენტში ოპერაციის მთავარ მიზანს დონბასის გათავისუფლება უწოდებენ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics