|
2022-08-29 15:56:53, 7994 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებული ძალები სამხრეთში კონტრშეტევაზე გადავიდნენ
რუსეთის საოკუპაციო ძალების ნაწილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ზეწოლის გამო, უკვე გარბიან ოკუპირებული პოზიციებიდან ხერსონის რეგიონში - ამის შესახებ კახოვკას შეიარაღებული ძალების ოპერატიული ჯგუფი იტყობინება. ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის 109–ე პოლკს, რომელმაც პოზიციები დატოვა, ხოლო რუსი მედესანტეები ბრძოლის ველიდან გაიქცნენ. გავრცელებულ ვიდეოში ერთ-ერთი ოკუპანტი ჩივის, რომ შეიარაღებულმა ძალებმა უკვე დაარღვიეს თავდაცვის პირველი ხაზი და რუსულ პოზიციებს ტანკებით, არტილერიითა და ავიაციით ბომბავენ. კახოვკას მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში რუსი სამხედრო მოსამსახურე, სავარაუდოდ, ამბობს, რომ 29 აგვისტოს უკრაინელმა ჯარებმა „გაარღვიეს თავდაცვის პირველი ხაზი“ და „****** [დარტყმა] ტანკებიდან, თვითმფრინავებიდან, არტილერიიდან“. ტელეარხი Hromadske იუწყება, რომ გარღვევის შესახებ ინფორმაციას ადასტურებს მათი სამი წყარო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხრეთ ნაწილში. რუსული და პრორუსული ძალების გაყვანის შესახებ განაცხადა ასევე თავდაცვის ძალების "სამხრეთის" პრესცენტრის ხელმძღვანელმა ნატალია გუმენიუკმა. ამასთან, ოკუპირებულ ნოვა კახოვკაში სამუშაო ადგილებიდან ევაკუაცია გამოცხადდა, ხალხი თავშესაფრებში მიდის.
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)