19:17 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-26 12:03:44, 1896 ნახვა

ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით მარნეულში მარცვლეულის წარმოება იზრდება

„საქართველოს ბანკი“, როგორც აგრო მიმართულების პროექტების მხარდამჭერი, აგრძელებს რეგიონებში ბიზნესის გაძლიერებას. ამ მიზნით და ბანკის დაფინანსებით კომპანია „ლომთაგორა“-მ ბანკთან პარტნიორობის შედეგად, მარნეულის რაიონის სოფელ იალღუჯაში, მარცვლეულის წარმოება 40%-ით გაზარდა.

„ბანკის ფინანსური მხარდაჭერით მოვახერხეთ კომბაინის და საბრუნავი პროდუქციის შეძენა. ჩვენ ვაწარმოებთ, როგორც სიმინდს, ისე, ხორბალს, რომლის რეალიზებასაც ადგილობრივ ბაზარზე ვახორციელებთ. ბანკის დახმარებით მეტი მარცვლეულის წარმოება გადავწყვიტეთ, რადგან ქვეყანაში საკმარისი ოდენობის პროდუქტი სამწუხაროდ არ იწარმოება.  სამომავლოდ ვგეგმავთ დამატებით კიდევ 100% გავზარდოთ წარმოება და სრულად ავითვისოთ ის ფართობი, რომელიც ჩვენს საკუთრებაშია“, - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი, კახა ლაშხი.

„მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, მთელი საქართველოს მასშტაბით განვახორციელოთ აგრომიმართულების პროექტები. „საქართველოს ბანკი“ ყოველთვის მზად არის მხარი დაუჭიროს რეგიონებში ისეთ ბიზნესს, რომელიც არ ჩერდება და სამომავლოდ განვითარებაზე ფიქრობს. ასეთია ჩვენს მიერ დაფინანსებული კომპანია, რომელიც მარცვლეულის საწარმოებლად დამატებით ფართობის სრულად ათვისებას გეგმავს. აღსანიშნავია, რომ აგრო დაფინანსების მიმართულებით „საქართველოს ბანკში“ შექმნილია კომპეტენციის ცენტრი, სადაც თვალყურს ადევნებენ დარგის ტენდენციებს და კვალიფიციური კადრები ბიზნესებს შესაბამის დახმარებას უწევენ, გასცემენ სასარგებლო რჩევებს მიზნობრივი დაფინანსებისა თუ სპეცპროექტის სწორად შერჩევისთვის. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ მარცვლეულის ბიზნესის მხარდაჭერას, რათა გავზარდოთ ქვეყანაში შიდა წარმოების ხელშეწყობა“, - განაცხადა მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა, ზურაბ მასურაშვილმა.

 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
უკრაინამ ევროკავშირის €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტიდან პირველი €3.2 მილიარდი მიიღო
ნაძალადევის გამგეობა: სკვერში მოზარდებმა ატრაქციონი დააზიანეს, დაშავდა 1 მოზარდი
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით - მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება მალე დაიწყება
CPJ: მოვუწოდებთ ოცნებას, შეწყვიტოს ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics