05:14 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-25 16:32:49, 2613 ნახვა

მსოფლიო
პუტინმა რუსული არმიის რაოდენობის გაზრდის განკარგულებას ხელი მოაწერა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსული არმიისრაოდენობის გაზრდის განკარგულებას ხელი მოაწერა.

დოკუმენტის მიხედვითა, რუსული არმიის რაოდენობა 1,15 მილიონ ადამიანამდე გაიზარდა. 

თავად განკარგულება ძალაში 2023 წლის 1 იანვრიდან შევა.

„დადგინდეს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების უფლებამოსილი ძალები 2 039 758 ერთეულის ოდენობით, მათ შორის 1 150 628 სამხედრო მოსამსახურე. რუსეთის ფედერაციის მთავრობამ უნდა უზრუნველყოს თანხის გამოყოფა თავდაცვის სამინისტროს ფედერალური ბიუჯეტიდან”,- აღნიშნულია განკარგულებაში.

აღინიშნავია, რომ მანამდე რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სიმძლავრე 1,9 მილიონ ერთეულზე მეტი იყო, მათ შორის 1 მილიონზე ცოტა მეტი სამხედრო მოსამსახურე.

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებიდან, რუსეთმა დაკარგა დაახლოებით 45 850 სამხედრო. 

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს განცხადებით, ახალი რუსეთს არ შეუძლია დანაყოფების შექმნა.

 

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის სკანდალი: როგორ გააუქმა ტრამპმა წითელი ბარათი
Financial Times: აშშ უკრაინას რუსეთის ნავთობობიექტებზე თავდასხმებში ეხმარება
გერმანიის სამხედრო ხარჯები ცივი ომის შემდეგ უნახავ დონეს მიაღწევს
„როსატომმა“ კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics