03:53 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-17 18:26:09, 1288 ნახვა

პოლიტიკა
აფხაზეთის ე.წ. მთავრობის გადაწყვეტილებით, სოხუმის აეროპორტი რუს ოლიგარქს გადაეცემა

დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, სოხუმის აეროპორტი რუს ოლიგარქს გადაეცემა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ახალი ინვესტორი ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული რუსული კომპანია Basic Element Ltd-ია, რომელიც რუს ბიზნესმენ ოლეგ დერიპასკას სახელს უკავშირდება.

 ოლეგ დერიპასკას, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციები ჯერ კიდევ 2018 წელს დაუწესა. ის პუტინის გარემოცვის ოლიგარქია.

აფხაზური მედიის ცნობით, აფხაზურ მხარეს მხოლოდ აეროპორტის მისასვლელი გზა და ელექტროენერგიის გამანაწილებელი პუნქტი რჩება. აეროპორტის კომპლექსში ყველა სხვა შემავალი ობიექტი კი “ინვესტორებმა” და რუსეთის ფედერაციამ ერთმანეთში გაინაწილეს. 

რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული აფხაზეთის „ეკონომიკის სამინისტროში“ კი აცხადებენ, რომ სოხუმის აეროპორტის ინფრასტრუქტურული ობიექტები სახელმწიფო საკუთრებასა და მართვაში დარჩება. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საზოგადოებრივ მაუწყებელთან ონისე ოქრიაშვილის მხარდასაჭერად აქცია გამართა
საქართველომ უკრაინის მოქალაქეებს ფინანსური და სამედიცინო დახმარება გაუხანგრძლივა
ელენე ხოშტარიამ მხარი დაუჭირა ვიქტორ ყიფიანის ინიციატივას ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics