07:31 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-09 15:55:25, 779 ნახვა

პოლიტიკა
Foreign Policy - მმართველი პარტიის პირობებში საქართველო დასავლეთის მყარი მოკავშირეობიდან ანტაგონისტურ პრო-რუსულ რეჟიმად გადაიქცა

ქართული ოცნების მმართველობის პირობებში საქართველოს NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანების შანსები ქრება. - ამის შესახებ გამოცემა Foreign Policy-ს (FP) სტატიაში ვკითხულობთ, რომელიც მომზადდა საქართველოს საგარეო კურსზე.

სტატიის ავტორის, უილ კატკარტის თქმით, ქვეყანა დასავლეთის მყარი მოკავშირეობიდან ანტაგონისტურ პრო-რუსულ რეჟიმად გადაიქცა.

"ქართული ოცნების თავჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ აშშ-სა და ევროკავშირის ელჩებზე თავდასხმა უკანასკნელი ნიშანია, რომ ქვეყანა დასავლეთის მყარი მოკავშირეობიდან ანტაგონისტურ პრო-რუსულ რეჟიმად გადაიქცა, რაც ძირს უთხრის მის NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანების მცდელობებს". - ნათქვამია სტატიაში.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში "ქართული ოცნების" ლიდერები ორაზროვან განცხადებებს აკეთებენ ევროპარლამენტარებთან და საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან მიმართებაში, ასევე აღსანიშნავია მმართველი პარტიიდან წასული სამი დეპუტატის - ხუნდაძის, ყაველაშვილისა და სუბარის განცხადებები.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საზოგადოებრივ მაუწყებელთან ონისე ოქრიაშვილის მხარდასაჭერად აქცია გამართა
საქართველომ უკრაინის მოქალაქეებს ფინანსური და სამედიცინო დახმარება გაუხანგრძლივა
ელენე ხოშტარიამ მხარი დაუჭირა ვიქტორ ყიფიანის ინიციატივას ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics