07:41 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-09 15:31:29, 1371 ნახვა

ომი უკრაინაში
არესტოვიჩი რუსეთ-თურქეთის თანამშრომლობაზე - ერდოღანის ხელისუფლება ნატო-სთან მიმართებაში „დანის პირზე დადის“

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა განმარტა, თუ რა ზიანი შეიძლება  მიაყენოს თურქეთს რუსეთის ფედერაციასთან თანამშრომლობამ .

საკუთარი აზრი მან რუს უფლებადამცველ მარკ ფეიგინსთან საუბარში გამოთქვა.მისი თქმით, დასავლეთი ახლა მწვავედ უკმაყოფილოა თურქეთის პოლიტიკით.

„მთავარი ბრალდება არის ის, რომ თურქეთი ანადგურებს ნატო-ს ერთიანობას რუსეთის ფედერაციასთან თავისი განსაკუთრებული ურთიერთობით, რომელიც ალიანსის სტრატეგიულ მოწინააღმდეგედ არის დასახელებული, ხოლო ნატო-ს წევრი ანადგურებს კონსენსუსს სახელმწიფოზე, რომელიც სტრატეგიული მოწინააღმდეგეა. ეს არის უკიდურესად არალოგიკური საქციელი“, - განაცხადა მან.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი დარწმუნებულია, რომ ახლა თურქეთის ხელისუფლება ნატო-სთან მიმართებაში „დანის პირზე დადის“ და ბევრი ქვეყანა უკვე საუბრობს მოქმედების აუცილებლობაზე.

"აქ საკითხავია, შეუძლია თუ არა ნატო-ს დატოვოს ეს უპასუხოდ. შესაძლოა, რაღაც კულისებში მოხდეს. მაგრამ მათ არ შეუძლიათ ამის უპასუხოდ დატოვება, თუ რაიმე სახით აფასებენ ნატო-ს ერთიანობას და მის ავტორიტეტს", - ხაზგასმით აღნიშნა არესტოვიჩმა.

შეგახსენებთ, რომ 5 აგვისტოს თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტები სოჭში შეხვდნენ. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი  რუსულ გაზს ნაწილობრივ გადაიხდის რუბლებში .

მან ასევე   მიიწვია  პუტინი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შესახვედრად. ერდოღანის პირველმა თანაშემწემ  კი თქვა , რომ მსოფლიო „ვერ დაასრულებს ომს უკრაინაში რუსეთის უგულებელყოფით“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics