08:51 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-07 13:26:05, 2411 ნახვა

პოლიტიკა
ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს ეკუთვნის

რუსეთსა და საქართველოს შორის კონფლიქტის 14 წლისთავზე, კიდევ ერთხელ ვაცხადებ მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, - ამის შესახებ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პეკკა ჰაავისტო "ტვიტერზე" წერს.

ფინეთის უწყების მინისტრმა ასევე დასძინა, რომ საერთაშორისო სამართლის მიხედვით, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს ეკუთვნის. 

 "რუსეთსა და საქართველოს შორის კონფლიქტის 14 წლისთავზე, კიდევ ერთხელ ვაცხადებ ფინეთის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. საერთაშორისო სამართლის მიხედვით, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს ეკუთვნის",- წერს ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. 

2008 წლის აგვისტოს ომიდან 14 წელი გავიდა. ის საქართველოს უახლესი ისტორიის ყველაზე ტრაგიკულ მოვლენას წარმოადგენს, რომელმაც ქვეყანას უმძიმესი შედეგები მოუტანა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საზოგადოებრივ მაუწყებელთან ონისე ოქრიაშვილის მხარდასაჭერად აქცია გამართა
საქართველომ უკრაინის მოქალაქეებს ფინანსური და სამედიცინო დახმარება გაუხანგრძლივა
ელენე ხოშტარიამ მხარი დაუჭირა ვიქტორ ყიფიანის ინიციატივას ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics