09:09 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-06 14:21:29, 1007 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე - ვინც რუსი ტურისტების წინააღმდეგ კამპანიას გეგმავს, ოკუპანტზე უარესი და მისი ხელშემწყობია

ვინც რუსი ტურისტების წინააღმდეგ კამპანიას გეგმავს, ოკუპანტზე უარესი და მისი ხელშემწყობია,- ამის შესახებ „ქართული ოცნების" დავმჯომარე, მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, აღნიშნული კამპანიის ავტორებმა ქართველი სამხედროები ასევე 2008 წლის 7 აგვისტოს საბრძოლო მოქმედებების გაუფრთხილებლად დაწყებაში, ცხინვალის კასეტური ბომბებით დაბომბვაში და ამით მშვიდობიანი მოსახლეობისათვის საფრთხის შექმნაში დაადანაშაულეს.

„რადგან სხვანაირად არ გამოგვივიდა, მოდი რუსი ტურისტების წინააღმდეგ კამპანია ისევ ამოვქოქოთ. ამით ხელისუფლებას თან რუსების დაცვა მოუწევთ და პიარულად მაგაზე მაგრად დავარტყამთ, თან იქნებ კარგად გაღვივდეს და ამ გზით მაინც ავრიოთ" - ვინც ამას ასე ალაგებს და შესაბამის კამპანიას გეგმავს, ოკუპანტზე უარესი და მისი ხელშემწყობია!..

ხვალ 7 აგვისტოა. ამ კამპანიის ავტორებმა თავის დროზე ქართველი სამხედროები 2008 წლის 7 აგვისტოს საბრძოლო მოქმედებების გაუფრთხილებლად დაწყებაში, ცხინვალის კასეტური ბომბებით დაბომბვაში და ამით მშვიდობიანი მოსახლეობისათვის საფრთხის შექმნაში დაადანაშაულეს. 

დღეს ეს ხალხი ცდილობს რუსების თემის გავლით არევას!..

დასკვნების გამოტანა რთული არ არის!",- წერს მდინარაძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საზოგადოებრივ მაუწყებელთან ონისე ოქრიაშვილის მხარდასაჭერად აქცია გამართა
საქართველომ უკრაინის მოქალაქეებს ფინანსური და სამედიცინო დახმარება გაუხანგრძლივა
ელენე ხოშტარიამ მხარი დაუჭირა ვიქტორ ყიფიანის ინიციატივას ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics