12:19 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-04 13:13:57, 942 ნახვა

მსოფლიო
ანდრიუშჩენკო - მარიუპოლში მწვავე ინფექცია მძვინვარებს

რუსი დამპყრობლების მიერ ოკუპირებულ მარიუპოლში მწვავე ნაწლავური ინფექცია მძვინვარებს,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ქალაქის მერი პეტრ ანდრიუშჩენკო ავრცელებს.

მერის თქმით, ოფიციალურად დადასტურდა დაავადების 17 შემთხვევა. ინფექციის გავრცელების მიზეზს კი საკვები წარმოადგენს.

„გასულ კვირას გამოკვლეული 23-დან მწვავე ნაწლავური ინფექციის პირველი ოფიციალურად დადასტურებული 17 შემთხვევაა. უმეტესობა ბავშვია. დამპყრობლების აზრით, გავრცელების მიზეზი - საკვებია",-განაცხადა ანდრიუშჩენკომ.

აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ ივნისის დასაწყისში  ანდრიუშჩენკომ ეპიდემიის პირველი ეტაპის შესახებ განაცხადა. მისი აზრით, ქალაქს ემუქრებოდა ქოლერა, დიზენტერია ან სხვა ვირუსული ინფექციები.

შეგახსენებთ, რომ რუსი დამპყრობლები უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრნენ და სამხედრო და სამოქალაქო ობიექტებს ცეცხლი გაუხსნეს. მოწინააღმდეგეებმა მოახერხეს მარიუპოლზე  კონტროლის დამყარება- ქალაქი თითქმის მთლიანად განადგურდა, ათიათასობით ადამიანი დაიღუპა.

პრობლემა შეიქმნა ასევე სასმელ წყალთან დაკავშირებით. ამასთან, ადგილობრივი მოსახლეობა იძულებული გახდა საცხოვრებელი ფართი ქუჩაში მოეწყო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობა ქვეყნის მასშტაბით რეგიონული ნაგავსაყრელების მშენებლობას გეგმავს
უკრაინული დრონების შემდეგ, ომსკის ოლქში ბენზინგასამართ სადგურებთან კილომეტრობით რიგები წარმოიქმნა
დიპლომატიის აკადემიის რექტორის თანამდებობაზე თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა
გიორგი ბახუაშვილი ქართული ოცნების სუს-ის უფროსის მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics