|
2022-08-03 17:16:23, 2407 ნახვა
მსოფლიო
გალერი მედვედევის პოსტზე - ერთადერთი ხელოვნური სახელმწიფო, საბჭოთა რუსეთის კოლონიური იმპერიაა
ვუსმენთ საუბარს, რომ თითქოს საქართველო და ყაზახეთი ხელოვნური სახელმწიფოებია. ერთადერთი ხელოვნური სახელმწიფო საბჭოთა რუსეთის კოლონიური იმპერია იყო,- ასე გამოეხმაურა ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი რუსეთის უშიშროების საბჭოს თავჯდომარის მოადგილის, დმიტრი მედვედევის სოციალურ ქსელ გამოქვეყნულ პოსტს. ევროპარლამენტარის თქმით,დასავლეთი უნდა მოეშვას იმ ილუზიას თითქოს რუსეთთან ჩვეულ ურთიერთობას დაუბრუნდებიან. „დასავლეთში, ვისაც ჯერ კიდევ სჯერა, უნდა მოეშვას ილუზიებს, რომ რუსეთის ამ რეჟიმთან ჩვეულ ურთიერთობას დაუბრუნდებიან. ვუსმენთ მედვედევის საუბარს, რომ თითქოს საქართველო და ყაზახეთი ხელოვნური სახელმწიფოებია. ერთადერთი ხელოვნური სახელმწიფო საბჭოთა რუსეთის კოლონიური იმპერია იყო და ეს აღარ განმეორდება!",- წერს გალერი. შეგახსენებთ, რომ გუშინ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც წერდა, რომ ყველა ერი, რომელიც “ოდესღაც დიდ და მძლავრ საბჭოთა კავშირში ცხოვრობდა”, ისევ ერთად იცხოვრებს. მედვედევმა პოსტში ასევე ისაუბრა, საქართველოზეც. ის თვლის რომ ეს ქვეყანა, რუსეთთან შეერთებამდე, საერთოდ არ არსებობდა.
მთავრობა ქვეყნის მასშტაბით რეგიონული ნაგავსაყრელების მშენებლობას გეგმავს
უკრაინული დრონების შემდეგ, ომსკის ოლქში ბენზინგასამართ სადგურებთან კილომეტრობით რიგები წარმოიქმნა
დიპლომატიის აკადემიის რექტორის თანამდებობაზე თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა
გიორგი ბახუაშვილი ქართული ოცნების სუს-ის უფროსის მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)