|
2022-08-01 13:56:35, 1918 ნახვა
მსოფლიო
რომის პაპი ფრანცისკე აღიარებს, რომ შესაძლოა მსახურების დატოვება დასჭირდეს
რომის პაპი ფრანცისკე თვლის, რომ შესაძლოა უახლოეს მომავალში გადადგომის განხილვა მოუწიოს და ასე მოიქცევა, თუ იგრძნობს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა მოვალეობების შესრულებაში ხელს უშლის. პაპმა ეს განცხადება კანადაში მოგზაურობიდან დაბრუნების დროს გააკეთა. ვიზიტისას მან ბოდიში მოუხადა ძირძველ მოსახლეობას ევროპელი კოლონიზატორებისთვის კათოლიკური ეკლესიის ოფიციალური მხარდაჭერისა და კათოლიკურ სკოლებში მკვიდრი ბავშვების მიმართ ძალადობის გამო. 85 წლის ფრენსისმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ დროისთვის ის აპირებს განაგრძოს თავისი მოვალეობების შესრულება. "პაპის შეცვლა არ არის კატასტროფა, ეს არ არის ტაბუ,"- განაცხადა პაპმა. ბოლო თვეების განმავლობაში რომის პაპ ფრანცისკეს რამდენჯერმე შეექმნა ჯანმრთელობის პრობლემა. ”ეს მოგზაურობა იყო სტრესული,” - თქვა მან. ”არა მგონია, რომ გავაგრძელო მგზავრობა იმავე ტემპით, როგორც ადრე, ჩემი ასაკისა და მუხლის გამო. ან უნდა ვიზრუნო საკუთარ თავზე, რომ გავაგრძელო მგზავრობა. ვემსახურო ეკლესიას, ან განვხილო მსახურების დატოვება“. შეგახსენებთ, რომ პაპმა ფრანცისკემ წინამორბედი ბენედიქტ XVI 2013 წელს ჩაანაცვლა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)