|
2022-08-01 11:07:23, 1935 ნახვა
საზოგადოება
300-ზე მეტი ექიმი REDMED-ის ინოვაციურ აპლიკაციაში
ჩივილების არსებობის შემთხვევაში თუ დაავადების საპრევენციოდ, ექიმთან ვიზიტი ყველა ადამიანისთვის სტრესთან და დისკომფორტთან ასოცირდება. „თეთრი ხალათის სინდრომი“ უამრავ ადამიანს აწუხებს და ამიტომ ექიმები ყოველდღიურად ცდილობენ, რომ მათ პაციენტებს კომფორტული გარემო შეუქმნან და დაანახონ, თუ რა მნიშვნელობა გააჩნია სპეციალისტთან დროულ ვიზიტს. მიუხედავად ამისა, დღემდე პრობლემას წარმოადგენს რეგისტრატურის რიგების დისკომფორტისა თუ დროის უქონლობის გამო ექიმთან დაგვიანებული მიმართვიანობა. ამ მხრივ ინოვაციურ პროდუქტს წარმოადგენს REDMED-ის თანამედროვე სამედიცინო პლატფორმა, რომელიც საშუალებას გაძლევთ თქვენს დროზე მოარგოთ და თქვენთვის ყველაზე კომფორტულ გარემოში – სახლში მიიღოთ სპეციალისტის კონსულტაცია მარტივი და მოსახერხებელი აპლიკაციის მეშვეობით. REDMED-მა მის სივრცეში გააერთიანა პროფესიონალი და თავის სფეროში გამორჩეული 300-მდე ექიმი, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მზად არიან თქვენი დახმარებისთვის. ისინი მოღვაწეობენ 20-მდე სფეროში და ასევე გეხმარებიან კონსულტაციის გავლის შემდეგ დროულად მიიღოთ თქვენი დაზღვევისთვის საჭირო ყველა დოკუმენტაცია. REDMED-ის მთავარ უპირატესობას მისი მოსახერხებელი აპლიკაციისა თუ საიტის ფორმატი წარმოადგენს, ხოლო მუდმივი შეთავაზებები სხვადასხვა კლინიკებსა თუ ლაბორატორიებში თანხის დაზოგვაში გეხმარებათ. ინფორმაციის ვრცლად გასაცნობად და მისი მრავალფეროვანი სერვისების მისაღებად, ეწვიეთ REDMED-ს. რა სერვისების მიღებაა შესაძლებელი REDMED-ის საშუალებით? REDMED- ის საშუალებით შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგი სერვისები :
კლინიკაში ჩაწერა აპლიკაციის დახმარებით საშუალებას გაძლევთ დაზოგოთ ოპერატორის ლოდინში დახარჯული დრო და არსებული თავისუფალი დროიდან აირჩიოთ სასურველი. ლაბორატორიის და ექიმის სახლში გამოძახება ყველაზე დიდ კომფორტს წარმოადგენს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც თავს შეუძლოდ გრძნობთ. ის გეხმარებათ არ გადადოთ სპეციალისტთან ვიზიტი და საჭირო ანალიზების ჩატარება, თუკი კლინიკაში ვიზიტის და რიგებში დგომის ძალა არ შეგწევთ. ალტერნატივას კი ონლაინ კონსულტაციის გზა წარმოადგენს, თუკი დრო არ ითმენს და ექიმის დაუყოვნებელი ჩარევა ან განმეორებითი კონსულტაციაა საჭირო ან თუ უბრალოდ გსურთ საზღვარგარეთ მყოფ სპეციალისტთან დაკავშირება. არსებული დანიშნულების მედიკამენტების შეძენას კი აპლიკაციის მეშვეობით - აფთიაქის გამოძახებით შეძლებთ. ეს ყველა პროცესი კი ერთ სივრცეშია გაერთიანებული და REDMED-ის პლატფორმას წარმოადგენს.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
კატარის ყოფილი ემირი შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანი გარდაიცვალა
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ხუთი არასრულწლოვანი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)