10:15 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-01 09:54:39, 864 ნახვა

პოლიტიკა
ადამ კინზინგერი საქართველოსთვის სარაკეტო სისტემა HIMARS-ების გადაცემას ითხოვს

ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი საქართველოსთვის მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემა HIMARS-ების გადაცემას ითხოვს. აღნიშნულის შესახებ კონგრესმენი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

კონგრესმენის თქმით,მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინასთან დამარცხდება, ცეცხლი შესაძლოა სხვა ოკუპირებულ მიწებზე გახსნას.

„რუსეთს საქართველოს 1/3 აქვს ოკუპირებული. ქართული ლეგიონი კი  უკრაინას იცავს. როგორც ჩანს, მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში დამარცხდება, შესაძლოა, მეორადი ცეცხლი რუსეთის ოკუპირებულ მიწებზე გახსნას. HIMARS საქართველოს!",- წერს კინზიგერი.

შეგახსენებთ, რომ მრავალფუნქციური მოდულურ სარაკეტო სისტემებს HIMARS- შეუძლია, გამოიყენოს რამდენიმე ტიპის სხვადასხვა რაკეტა, ძირითადად, 227 მმ-იანი M26 ტიპის უმართავი რაკეტები ან M30/31 GMLRS სერიის მართვადი კორექტირებადი რაკეტები, რომლებსაც შეუძლია სამიზნეებს მისწვდეს 70, 80 ან 120კმ-ზე, ხოლო უახლოეს მოდიფიკაციებში, გაზრდილი მანძილის GMLRS რაკეტებით- 150 კმ მანძილზე. ისინი დღესდღეობით საარტილერიო სისტემებში ყველაზე მაღალტექნოლოგიურ საშუალებად ითვლება. ასევე, ამ სისტემებს შეუძლიათ გაუშვან ოპერატიულ-ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტები, რომლებიც 300 კილომეტრამდე რადიუსში მოქმედებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საზოგადოებრივ მაუწყებელთან ონისე ოქრიაშვილის მხარდასაჭერად აქცია გამართა
საქართველომ უკრაინის მოქალაქეებს ფინანსური და სამედიცინო დახმარება გაუხანგრძლივა
ელენე ხოშტარიამ მხარი დაუჭირა ვიქტორ ყიფიანის ინიციატივას ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics