|
2022-07-25 21:51:02, 1344 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბიშვილი - ვგმობ კობახიძის გამოსვლას, ასეთი ქმედება მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურ სისუსტეს ამჟღავნებს
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ირაკლი კობახიძის მიერ “მთავარი არხის” ჟურნალისტზე განცორციელებულ თავდასხმას ეხმიანება და “პოლიტიკურ სისუსტეს” უწოდებს. როგორც ზურაბიშვილი “ფეისბუკზე” წერს, “ქართული ოცნების” დეპუტატის მხრიდან ამგვარი ქმედება უკიდურესი საქციელია, რაც ქვეყანას არ ეკადრება. "კატეგორიულად ვგმობ ბატონი ირაკლი კობახიძის უკადრის საქციელს. ასეთი გამოსვლა არ ეკადრება ამ ქვეყანას, არ ეკადრება ჩვენს კულტურას, არ ეკადრება ჩვენს ტრადიციებს, არ ეკადრება ჩვენს ზრდილობას. "ათასად კაცი დაფასდა, ათიათასად - ზრდილობა! ეს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურ სისუსტეს ამჟღავნებს". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ თავჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „მთავარი არხის“ ჟურნალისტს შეურაცხყოფა მიაყენა და მას პირის მოწმენდისკენ მოუწოდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)