13:13 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-25 21:45:03, 1154 ნახვა

პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე „მთავარი არხის“ ჟურნალისტს - თქვენ ირაკლი კობახიძეს მიაყენეთ უბინძურესი შეურაცხყოფა

თქვენ ამით {ირაკლი კობახიძეს} მიაყენეთ უბინძურესი შეურაცხყოფა, ასე ადამიანს არც კითხვის და არანაირი ფორმით არ უნდა დაელაპარაკო - ასე მიმართა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ „მთავარი არხის“ჟურნალისტს, რომელმაც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს ჰკითხა, არის თუ არა ის კაგებე-ს აგენტის შვილი. 

როგორც მამუკა მდინარაძემ განაცხადა, „მთავარ არხს“ საერთოდ არ შეუმჩნევია რუსეთიდან ათიათასობით დოლარით ყოველთვიურად დაფინანსებაში მხილებული ხოშტარია.

"თქვენ ამით მიაყენეთ უმძიმესი, უბინძურესი შეურაცხყოფა. ასე ადამიანს არც კითხვის და არანაირი ფორმით არ უნდა დაელაპარაკო. როდესაც ამას ეკითხებით, ეს არის უბინძურესი შეურაცხყოფა. აგენტებზე თუ გაინტერესებთ, საერთოდ  არ შეგიმჩნევიათ რუსეთიდან ათიათასობით დოლარის ყოველთვიურად დაფინანსებაში მხილებული ხოშტარია.  ვინაიდან თქვენ სინამდვილეში ვითომ დეკლარირებთ პროდასავლურად და საბოლოო ჯამში რუსულ საქმეს აკეთებთ,  შედეგებიდან ასე გამომდინარეობს, თქვენ ბრძანდებით ჩემი აზრით, კრემლის სასარგებლო იდიოტები“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ტიუმენის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში დრონით თავდასხმის შემდეგ ხანძარი გაჩნდა
ეკატერინბურგში Wildberries-ის საწყობს დრონებმა შეუტიეს
ნიკოლოზ კაპანაძეს, რომელმაც შანიძეზე 4 პირი დაჭრა პატიმრობა შეეფარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics