15:39 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-20 16:03:20, 898 ნახვა

პოლიტიკა
სარჯველაძე - თუ ვთვლით, რომ ევროპარლამენტარის ქმედება კრიმინალების სასარგებლოა, უფლება გვაქვს ვისაუბროთ

როდესაც ვთვლით, რომ შეიძლება ევროპარლამენტარის ქმედება იყოს კრიმინალების სასარგებლო, უფლება გვაქვს ვისაუბროთ. - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ,მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს უფლება მასაც და მის ყველა კოლეგას აქვს.

"როდესაც ვთვლით, რომ რომელიმე აქტივობით ან, რომელიმე მოსაზრების დეკლარირებით, არ ვიცი ნებისმიერი ქმედებით, შეიძლება ვინმეს ქმედება, მათ შორის ევროპარლამენტარის, იყოს ამ შემთხვევაში სასარგებლო კრიმინალებისა და კრიმინალების აქტივობისა, რასაკვირველია ამის თაობაზე მაქვს უფლება მეც და ჩემს ყველა კოლეგას, რომ ვისაუბროთ". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში "ქართული ოცნების" ლიდერები მიზანმიმართულად ცდილობენ საქართველოში ევროპარლამენტარების დისკრედიტაციას, ასევე აღსანიშნავია მმართველი პარტიიდან წასული სამი დეპუტატის - ხუნდაძის, ყაველაშვილისა და სუბარის განცხადებები, რომელიც ასევე მიმართულია ევროინტეგრაციის დისკრედიტაციისკენ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბათუმში ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ათამდე ადამიანი დაშავდა
Wall Street Journal: ბაჰრეინმა და ქუვეითმა ირანზე ფარულად დარტყმები განახორციელეს
უცნობი იუმორისტზე თავდამსხმელის გათავისუფლებაზე - ცემა ძალადობა არის, მაგრამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არის
რეჟიმის სასამართლომ ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი გაათავისუფლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics