|
2022-07-18 22:53:07, 1255 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - არსებობენ ძალები, რომლებმაც უზრუნველყო ის, რომ შვეიცარიის საბანკო სისტემა დააყენა დარტყმის ქვეშ, ოღონდ სხვა, დიდი ინტერესი იქნეს დაკმაყოფილებული
არსებობენ ძალები, რომლებმაც უზრუნველყო ის, რომ შვეიცარიის საბანკო სისტემა, დააყენა დარტყმის ქვეშ, ოღონდ სხვა, დიდი ინტერესი იქნეს დაკმაყოფილებული - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმსარულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, როდესაც ამხელა დარტყმას გეგმავ ქვეყანაზე თუ კონკრეტულ ადამიანებზე რაღაცის უზრუნველყოფის მიზნით, კარგად უნდა შეისწავლო ადამიანები, მათ შორის ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც 2011-12 წლებში საკუთარი თავი და ოჯახი გადადო და ახლა შანტაჟი ფინანსური კუთხით არასერიოზულია. მისივე თქმით, წარმოუდგენელია, რომ ნაცმოძრაობამ უზრუნველყო ამხელა ლობირება. არსებობენ ძალები, რომლებიც უზრუნველყოფენ იმას, რომ 308 დეპუტატმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც იყო ფეიკზე აგებული. მათ შორის არსებობენ ისეთი ძალებიც, რომელმაც უზრუნველყო ის, რომ შვეიცარიის საბანკო სისტემა დააყენა დარტყმის ქვეშ. თავი დავანებოთ ყოველგვარ სუბიექტურობას. მარტივი მოცემულობაა, შვეიცარიის საბანკო სისტემა, მისი უმსხვილესი ბანკი და მისი რეპუტაცია დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ. ანუ, მეორე მხარეს არსებობს რაღაც სხვა დიდი ინტერესი. მთელი ცხოვრება გვესმის, რომ შვეიცარიის საბანკო სისტემა არის ყველაზე მაღალი რეპუტაციის, რომელშიც ეჭვი არ შეაქვთ. ეს სისტემაც კი დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ მისი რეპუტაციით, როდესაც როგორც ჩანს უფრო მაღალ, სხვა და ძლიერ ინტერსეზე იყო საუბარი. ისიც ვთქვათ და ვაღიაროთ, არც ნაცმოძრაობას შეუძლია ეს, წარმოუდგენელია, ნაცმოძრაობამ უზრუნველყო ამხელა ლობირება? არა რა თქმა უნდა, ნაცმოძრაობა ამას ვერ შეძლებს,მაგრამ არსებობენ ძალები, უფრო მეტ კონკრეტიკას არ ვაპირებ, მაგრამ ყველა ხვდება, რომლებიც შვეიცარიის საბანკო სისტემის რეპუტაციასაც კი აყენებენ ეჭვის ქვეშ, ოღონდ სხვა ინტერესი იქნეს დაკმაყოფილებული“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
სუს-მა ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო
მახინჯაურის სანაპიროსთან ზღვაში, სავარაუდოდ, რუსული საბრძოლო მასალა შენიშნეს
ბათუმში ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ათამდე ადამიანი დაშავდა
Wall Street Journal: ბაჰრეინმა და ქუვეითმა ირანზე ფარულად დარტყმები განახორციელეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)