17:04 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-18 18:00:21, 926 ნახვა

პოლიტიკა
კასპში საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოები გრძელდება

კასპში კიდევ ერთი - გიორგი მაზნიაშვილის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ქუჩაზე ტექნიკის საშუალებით იჭრება მიწა და მზადდება გზის საფუძველი.

ქუჩაზე, რომლის სიგრძე 109 გრძივი მეტრია მოეწყობა ანაკრები რკინაბეტონის კიუვეტები.
ქუჩის მოასფალტების სამუშაოს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „გლობალჰაუსი“ ახორციელებს.

გიორგი  მაზნიაშვილის ქუჩის სამუშაოების ღირებულება 58 539 ლარია და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

ქუჩაზე ასფალტის საფარი არასოდეს ყოფილა. მაზნიაშვილის ქუჩის მაცხოვრებლები პროექტის დასრულების შემდეგ კეთილმოწყობილი ქუჩით შეძლებენ გადაადგილებას.
ქალაქში მალე ვაჟა-ფშაველასა და თამარ მეფის ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოებიც დაიწყება.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სუს-მა ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო
მახინჯაურის სანაპიროსთან ზღვაში, სავარაუდოდ, რუსული საბრძოლო მასალა შენიშნეს
ბათუმში ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ათამდე ადამიანი დაშავდა
Wall Street Journal: ბაჰრეინმა და ქუვეითმა ირანზე ფარულად დარტყმები განახორციელეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics