14:43 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-17 11:01:22, 1006 ნახვა

ომი უკრაინაში
ბორელი - სანქციების გარეშე რუსეთი უკრაინას შეჭამდა

უკრაინაში, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები მუშაობს, მაგრამ სასურველი ეფექტის მიღწევას შესაძლოა დრო დასჭირდეს, - ეს აზრი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა გამოთქვა. 

„სანქციები მოითხოვს სტრატეგიულ მოთმინებას, რადგან სასურველი ეფექტის მიღწევას შეიძლება დიდი დრო დასჭირდეს“, - განაცხადა ბორელმა.

ბორელის თქმით, ევროკავშირის სანქციები მიზნად ისახავს თითქმის 1200 ფიზიკურ პირს და 100-მდე ორგანიზაციიის შეზღუდვას, ისევე როგორც რუსეთის ეკონომიკის მნიშვნელოვან სექტორებს. 

„რუსეთს შეუძლია თავისი ნავთობის გაყიდვა სხვა ბაზრებზე, მაგრამ ეს უპირატესობა შემოიფარგლება იმით, რომ რუსეთის ფედერაცია იძულებულია თითოეულ ბარელზე მაღალი ფასდაკლებები მისცეს (რუსული ნავთობი მსოფლიოში საშუალოზე დაახლოებით 30 დოლარით იაფად იყიდება). პუტინს სჯერა პოლიტიკური ვოლუნტარიზმის ჯადოსნური ძალის, თუმცა ეს სამუდამოდ არ შეიძლება გაგრძელდეს... მაშინაც კი, თუ სანქციებმა არ შეცვალოს რუსეთის ტრაექტორია მოკლევადიან პერსპექტივაში, ეს არ ნიშნავს, რომ ისინი უსარგებლოა, რადგან ისინი გავლენას ახდენენ რესურსების რაოდენობაზე. რუსეთი სანქციების გარეშე, როგორც ამბობენ, ღვეზელს იღებდა და შეჭამდა. სანქციებით ის იძულებული გახდება კარაქსა და იარაღს შორის არჩევანი გაეკეთებინა და პუტინი ნელ-ნელა მჭიდროვდება", - ამბობს ბორელი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკის თქმით, უკრაინამ მოსკოვის რეგიონში მდებარე დუბნას კოსმოსური კომუნიკაციების ცენტრს მეორედ დაარტყეს
კახა კალაძე; პეტერ ფიშერი არის მაგალითი იმისა, თუ როგორი არ უნდა იყოს ელჩი
ნატა ფერაძე: ბერას გინებაზე 3 000 ლარით დამაჯარიმეს
ეკატერინე ივანიშვილი მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედის მიმართვას პასუხობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics