|
2022-07-13 22:21:04, 1265 ნახვა
პოლიტიკა
ხუნდაძე - დასავლეთი უკრაინაში ომს აგებს
ამ მოცემულობით დასავლეთი უკრაინაში ომს აგებს. - განაცხადა „ქართული ოცნებიდან“ წასულა დეპტატმა დიმიტრი ხუნდაძემ. მისივე თქმით, ზამთარი მოდის, ენერგომატარებლების კუთხით იზრდება ინტერესი. შესაძლოა, თავად რუსეთი გადავიდეს დასავლეთის მიმართ სანქციებზე დასავლეთის მიმართ. “ევროატლანტიკური მიმართულება არის უცვლელი და ჩვენც, ყველამ საზოგადოებასთან ერთად ეს კურსი კონსტიტუციაში ჩავწერეთ. კარები ღიაა, მაგრამ როდესაც ყველაზე მეტად გვჭირდება, ეს კარი ჩვენთვის იხურება. 2008 წელს სწორედ ამ დახურულ კარს მიღმა აღმოვჩნდით რუსეთთან პირისპირ და ეს, ვფიქრობ, შეცდომა იყო, რომელიც ევროპაში უკვე არაერთხელ აღიარეს და ხმამაღლა ითქვა, რომ ეს იყო შეცდომა. ამას მოჰყვა ყირიმი, 2014 წელი. ვფიქრობ, ამ შეცდომების გაგრძელებაა ის, რაც უკრაინაში ხდება... თუ შეცდომა იქნება, მაგრამ საფრთხის ორგანიზატორი ამ საფრთხეს არ აამოქმედებს, ეს შეცდომა შეცდომად დარჩება, მაგრამ, როდესაც რისკია და არის რუსეთი, რომელიც მუდმივად ოკუპანტის განწყობით და ქმედებებითაა, შეცდომები ძვირი ჯდება. ამ საერთო კონტექტით, ვიტოვებ ეჭვს, რომ შესაძლოა, საქართველო გარკვეული პოლიტიკური თამაშის მსხვერპლიც კი აღმოჩნდეს. როდესაც ვხედავთ საკმაოდ მძიმე განვითარებას უკრაინაში, არ მოვერიდები თქმას, რომ დასავლეთი ამ ეტაპისთვის უკრაინაში ომს აგებს, მაგრამ ომი უნდა დასრულდეს. ზამთარი მოდის, ენერგომატარებლების კუთხით იზრდება ინტერესი. შესაძლოა, თავად რუსეთი გადავიდეს დასავლეთის მიმართ სანქციებზე დასავლეთის მიმართ“. - განაცხადა ხუნდაძემ. შეგახსენებთ, რომ საქართველომ იმისსთვის, რომ წევრობის სტატუსი მიიღოს საჭიროა 12 პუნქტიანი გეგმის შესრულება.
გომეწრის ხეობაში დაკარგული ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი იპოვეს
სუს-მა ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო
მახინჯაურის სანაპიროსთან ზღვაში, სავარაუდოდ, რუსული საბრძოლო მასალა შენიშნეს
ბათუმში ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ათამდე ადამიანი დაშავდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)