14:43 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-11 21:41:14, 1749 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინელი ოლიგარქი - მივიღე იძულებითი გადაწყვეტილება, გამომეყვანა ჩემი საინვესტიციო კომპანია SCM მედია ბიზნესიდან

მივიღე იძულებითი გადაწყვეტილება, გამომეყვანა ჩემი საინვესტიციო კომპანია SCM მედია ბიზნესიდან. - განაცხადა უკრაინელმა  ოლიგარქმა რინატ ახმეტოვმა.

მისივე თქმით, მედიის აქტივების გაყიდვისთვის კანონით განსაზღვრული მოკლე ექვსთვიანი ვადა და რუსული სამხედრო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, არ აძლევს SCM-ს საშუალებას, გაყიდოს მედია ბიზნესი საბაზრო პირობებით.

"მივიღე იძულებითი გადაწყვეტილება, გამომეყვანა ჩემი საინვესტიციო კომპანია SCM მედია ბიზნესიდან. ამ კვირაში Media Group Ukraine უარს იტყვის ჩვენი არხების ყველა სამაუწყებლო და სატელიტური ტელევიზიის ლიცენზიაზე და ბეჭდური მედიის ლიცენზიაზე უკრაინაში სახელმწიფოს სასარგებლოდ. ასევე შეწყვეტს ონლაინ მედიის საქმიანობას.
მედიის აქტივების გაყიდვისთვის კანონით განსაზღვრული მოკლე ექვსთვიანი ვადა და რუსული სამხედრო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, არ აძლევს SCM-ს საშუალებას, გაყიდოს მედია ბიზნესი საბაზრო პირობებით". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ბიზნესმენმა  20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მედიაჰოლდინგში განხორციელებულმა ინვესტიციებმა $1,5 მილიარდს გადააჭარბა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკის თქმით, უკრაინამ მოსკოვის რეგიონში მდებარე დუბნას კოსმოსური კომუნიკაციების ცენტრს მეორედ დაარტყეს
კახა კალაძე; პეტერ ფიშერი არის მაგალითი იმისა, თუ როგორი არ უნდა იყოს ელჩი
ნატა ფერაძე: ბერას გინებაზე 3 000 ლარით დამაჯარიმეს
ეკატერინე ივანიშვილი მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედის მიმართვას პასუხობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics