19:54 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-11 10:07:36, 1158 ნახვა

პოლიტიკა
ბარამიძე - დავუშვათ ჩაერთო საქართველო ომში, რას გააკეთებს ქართული ჯარი?

დავუშვათ ჩაერთო საქართველო ომში, რას გააკეთებს ქართული ჯარი? რა დღეშია ქართული ჯარი, ვის რაში სჭირდება?,- აცხადებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, გიორგი ბარამიძე TV პირველის ეთერში.

მისივე თქმით, „ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატები ყაველაშვილი, ხუნდაძე, სუბარი საუბრობენ იმას, რაც ბიძინა ივანიშვილს სურს.

"ყაველაშვილი, ხუნდაძე, სუბარის სამეული  რომ გავიდა „ქართული ოცნებიდან“, ცხადია ვის ატყუებენ, ჩვეულებრივად ლაპარაკობენ იმას, რაც ბიძინა ივანიშვილს სურს. ისინი ამერიკას პირდაპირ, ღია ტექსტით ლანძღავენ და ეუბნებიან, რომ თქვენ ხართ ჩვენი მტერი და გინდათ, რომ საქართველო ომში ჩაერთოსო. და აი, დავუშვათ ჩაერთო საქართველო ომში, რას გააკეთებს ქართული ჯარი? რა დღეშია ქართული ჯარი, ვის რაში სჭირდება? მკვდარი მკვდარს აეკიდაო რომ იტყვიან. რა უნდა გააკეთოს მოღალატეების ხელში დაძაბუნებულმა ქართულმა ჯარმა? ცხინვალისა და სოხუმის ბაზა რაც არის დარჩენილი, ის ეყოფა ამას,"- აცხადებს ბარამიძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რიყის დოქების დემონტაჟი დაიწყეს, მუშები ქართულად ვერ საუბრობენ, ტელევიზიების ჯგუფებზე ძალადობენ
სააკაშვილი- საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა. მთავარია მიშა არ მობრუნდეს
თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics