21:36 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-07 19:45:18, 1045 ნახვა

პოლიტიკა
ოხანაშვილი - მზად ვართ, აგრესიულ რიტორიკასა და კამპანიაზე მორატორიუმი გამოვაცხადოთ

ჩვენთვის ქვეყნის ინტერესები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პარტიული ინტერესები. - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა.

მისივე თქმით, მზად არიან სიძულვილის ენაზე მონატორიუმი გამოაცხადონ.

"ჩვენთვის ქვეყნის ინტერესები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პარტიული ინტერესები. ჩვენ მზად ვართ, გარკვეული მორატორიუმი გამოვაცხადოთ აგრესიულ რიტორიკაზე, კამპანიასა და ა.შ. კონკრეტულ შემხვედრ ნაბიჯებს დაველოდებით. დეპოლარიზაციის რეცეპტი არის ყველა პოლიტიკური პარტიის მონდომება, პოლიტიკური ნება, რომ გამოვაცხადოთ მორატორიუმი სიძულვილის ენაზე, აგრესიულ რიტორიკასა და ა.შ. ეს ყველა ჩვენგანის ხელშია და ჩვენ ამისთვის მზად ვართ. აგრესიული რიტორიკისა და სიძულვილის ენის შემცირება ჩვენი საზოგადოების ინტერესშია. ეს არის სწორედ იმ ინტერესში, რომელიც უკავშირდება საქართველოს გზას ევროკავშირისკენ ". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ იმისათვის, რომ საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღოს 12 პუნქტიანი გეგმა უნდა შეასრულოს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რიყის დოქების დემონტაჟი დაიწყეს, მუშები ქართულად ვერ საუბრობენ, ტელევიზიების ჯგუფებზე ძალადობენ
სააკაშვილი- საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა. მთავარია მიშა არ მობრუნდეს
თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics