13:32 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-07 11:20:27, 1517 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსულმა მხარემ ზმეინის კუნძულზე სარაკეტო იერიში განახორციელა

 რუსმა დამპყრობლებმა სარაკეტო შეტევა განახორციელეს ოდესის რეგიონზე.ამის შესახებ ოდესის სამხედრო შტაბის სპიკერმა სერგეი ბრაჩუკმა განაცხადა.

მისივე თქმით, ზმეინის კუნძულის ნავმისადგომი  ორი რაკეტის სროლის შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა.

" განადგურდა 35 ტონა მარცვლეული, ზმეინის კუნძულის ნავმისადგომი  ორი რაკეტის სროლის შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა,"-განაცხადა ბრაჩუკმა.

შეგახსენებთ, რომ, 6 ივლისს მტერმა სცადა დარტყმა ზმეინის კუნძულზე და ჩაატარა დაზვერვითი სამუშოები.

30 ივნისს რუსეთმა  დაადასტურა ჯარების გაყვანა  ზმეინის კუნძულიდან, რომელიც მან დაიპყრო 24 თებერვალს - სრულმასშტაბიანი ომის დასაწყისში.

 უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, ამ ტერიტორიის ოკუპაციის მთელი პერიოდის განმავლობაში რუსულმა ჯარებმა განიცადეს მძიმე დანაკარგები ტექნიკითა და პერსონალით და საბოლოოდ იძულებული გახდნენ გაქცეულიყვნენ





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნინო ნადირაძე ხოშტარიას ვივა-მედში გადაყვანაზე: კიდე კაი, შაბათ-კვირა შემარგეს
პაპუაშვილი: გეოპოლიტიკური თამაშები აღრმავებს უფსკრულს ელიტებსა და ხალხს შორის
მონაკოში მომხდარი აფეთქების შედეგად უკრაინელი ოლიგარქი და მისი ცოლი მძიმედ დაშავდნენ
SJC: ევროპულმა სასამართლომ FARA-სა და გრანტების კანონთან დაკავშირებით საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics