12:58 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-30 15:21:16, 1167 ნახვა

სამართალი
თელავში, რეგიონის მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის პროექტი განიხილეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, შვედეთის განვითარებისა და თანამშრომლობის საერთაშორისო სააგენტოს (SIDA) გენერალურ დირექტორ ქარინ იამთინთან ერთად, ქ. თელავში, რეგიონის მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის პროექტის განხილვას დაესწრო.

უწყების ცნობით, მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა შვედეთის განვითარებისა და თანამშრომლობის საერთაშორისო სააგენტოს (SIDA) გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით გაწეული მხარდაჭერისთვის და ყურადღება ქვეყნისთვის ნარჩენების მართვის გეგმის მნიშვნელობაზე გაამახვილა.

„აღსანიშნავია, რომ კახეთი პირველი, საპილოტე რეგიონია, სადაც შვედეთის მთავრობისა და შვედი ექსპერტების მხარდაჭერით, მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმა შეიქმნა.

შეხვედრას კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე, პლატონ კალმახელიძე და რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები საზოგადოებას აქტიურობისკენ და მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ
დეკანოიძე - ოცნება თავად ასხივებს უწიგნურობას, ძალადობას და სიძილვილს, თუმცა სხვებს აპატიმრებს
ქართველი დიპლომატები და საზოგადოება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონების ანექსიური პროცესებისა და უსაფრთხოების რისკების გაძლიერებასთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავს
უკრაინამ ვოლგოგრადში მდებარე „ისკანდერის“ სარაკეტო ქარხანას „ფლამინგოს“ რაკეტები დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics