11:07 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-30 14:02:01, 1286 ნახვა

ომი უკრაინაში
ნიკოლაევში, მაღალსართულიან კორპუსზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა

ნიკოლაევის საცხოვრებელ მაღალსართულიან კორპუსზე რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ექვს ადამიანამდე გაიზარდა. ამის შესახებ ნიკოლაევის ხელმძღვანელმა, ვიტალი კიმმა განაცხადა .

მისივე თქმით, საერთო ჯამში, რუსეთის ფედერაციის სამხედროებმა ქალაქსა და გარეუბანში 10-ზე მეტი რაკეტა გაისროლეს.

"გუშინ, 29 ივნისს, დილით, ნიკოლაევსა და მის შემოგარენში ათზე მეტი რაკეტა გაისროლეს. დარტყმა დაფიქსირდა საცხოვრებელ კორპუსში, სადაც ექვსი ადამიანი დაიღუპა", - ნათქვამია ანგარიშში.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ დაშავებულია კიდევ ექვსი ადამიანი.

ცნობისთვის, უკრაინის ქალაქ ნიკოლაევში, 29 ივნისს, დილით, ძლიერი აფეთქებები მოხდა , რუსი დამპყრობლები საცხოვრებელ მაღალსართულიან კორპუსს რაკეტით დაარტყეს. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საგამოძიებო: ორ სხვადასხვა კორუფციულ საქმეზე ორი პირი დავაკავეთ
კობახიძე კვლავ ცდილობს ცენზურის სამმართველოს მუშაობა გაამართლოს
კობახიძე - ბატონი ფიშერი იყო ერთადერთი ელჩი, რომელმაც არათუ არაფერი გააკეთა ამ ურთიერთობების განვითარებისთვის, არამედ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ დაზიანებულიყო ურთიერთობები
ფიშერი - ჩვენი უფლებამოსილების ვადა საქართველოში დასრულდა - მადლობა, ბედნიერად და Auf Wiedersehen
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics