|
2022-06-29 17:23:46, 748 ნახვა
პოლიტიკა
NATO-ს ქვეყნებმა შეიმუშავეს კონცეფცია, სადაც რუსეთი აღიარებულია, როგორც საფრთხე ალიანსისთვის
NATO-ს წევრმა ქვეყნებმა შეიმუშავეს ახალი სტრატეგიული კონცეფცია სადაც რუსეთი პირდაპირ არის აღიარებული როგორც ალიანსის უსაფრთხოების საფრთხე. - განაცხადა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა. მისივე თქმით, რუსეთი იძულების, დივერსიის, აგრესიისა და ანექსიის გზით ცდილობს გავლენისა და პირდაპირი კონტროლის სფეროების შექმნას. „რუსეთის ფედერაცია არის ყველაზე მნიშვნელოვანი და პირდაპირი საფრთხე მოკავშირეების უსაფრთხოებისთვის და მშვიდობისა და სტაბილურობისთვის ევროატლანტიკურ რეგიონში“. - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)