09:58 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-29 16:47:57, 1223 ნახვა

ომი უკრაინაში
ბრიტანეთის ახალი სანქციები რუსეთის მაღალჩინოსნებსა და პუტინის შიდა „წრეს“ შეეხო

დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა რუსეთის მაღალჩინოსნებსა და უშუალოდ პუტინის "შიდა წრის" წარმომადგენელებს. - განაცხადა CNN-მა ბრიტანეთის ხელისუფლებაზე დაყრდნობით.

მათივე თქმით, სანქციები დაუწესდათ რუს მილიარდერს ვლადიმერ პოტანინს, ასევე პუტინის ბიძაშვილს ანნა ცივილევას, როგორც რუსული ქვანახშირის მომპოვებელი კომპანიის პრეზიდენტს და ეს სანქციები გაგრძელდება მანამ სანამ რუსეთი არ შეწყვეტს მის აგრესიულ ქმედებას უკრაინაში. 

"სანამ პუტინი აგრძელებს საზიზღარ თავდასხმას უკრაინაზე, ჩვენ გამოვიყენებთ სანქციებს რუსული ომის მანქანის დასასუსტებლად". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვიტკოფი ირანთან მოლაპარაკებებისთვის კატარში გაფრინდა
შეერთებული შტატები 40 წლის შემდეგ პირველად შექმნის ახალ ბირთვულ ქობინს
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics