12:58 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-29 13:12:34, 927 ნახვა

სამართალი
პროკურატურაში სომხეთის რესპუბლიკის დელეგაციასთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში სომხეთის რესპუბლიკის დელეგაციასთან შეხვედრა გაიმართა, რომლის მიზანს ქალთა მიმართ გენდერული და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით საქართველოს გამოცდილების გაზიარება წარმოადგენდა. შეხვედრას საქართველოს გენერალური პროკურატურის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და სომხეთის რესპუბლიკის სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველოს გენერალური პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა, შეხვედრის მონაწილეებს ქალთა მიმართ გენდერული და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით გამოცდილება გაუზიარეს იმ რეფორმების და პროგრესის შესახებ, რომელიც ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ" ევროპის საბჭოს კონვენციის რატიფიცირების შემდეგ სამართალდამცავ უწყებებში განხორციელდა.

შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ ქალთა მიმართ გენდერული ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს პროკურატურის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. ამასთან, სტამბოლის კონვენციით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად და ოჯახური დანაშაულის საქმეებზე საპროკურორო საქმიანობის ეფექტიანობის ზრდისთვის, უწყებაში პროკურორთა და გამომძიებელთა სპეციალიზაცია დაინერგა. მსხვერპლზე მორგებული მიდგომების უზრუნველსაყოფად კი, გაძლიერდა მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის ინსტიტუტი.

შეხვედრის მონაწილეებს წარედგინათ სტატისტიკური მონაცემები ოჯახურ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შესახებ. ასევე, შეხვედრის ფარგლებში ხაზი გაესვა პროკურორთა სპეციალიზაციას, რომელიც მკვეთრად ზრდის ოჯახურ დანაშაულზე ეფექტიან რეაგირებას და მიღწეული პროგრესი სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მონაცემებსა და საზოგადოების ნდობის ამაღლებაზე აისახება.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა ქვეყნებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და  სამომავლო თანამშრომლობის გაძლიერების კუთხით მზაობა გამოხატეს.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები საზოგადოებას აქტიურობისკენ და მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ
დეკანოიძე - ოცნება თავად ასხივებს უწიგნურობას, ძალადობას და სიძილვილს, თუმცა სხვებს აპატიმრებს
ქართველი დიპლომატები და საზოგადოება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონების ანექსიური პროცესებისა და უსაფრთხოების რისკების გაძლიერებასთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავს
უკრაინამ ვოლგოგრადში მდებარე „ისკანდერის“ სარაკეტო ქარხანას „ფლამინგოს“ რაკეტები დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics