|
2022-06-29 10:29:29, 907 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - მოუთმენლად ველი ალიანსის მოკავშირეებთან შედეგიან დისკუსიებს
მოუთმენლად ველი ალიანსის პარტნიორებსა და მოკავშირეებთან ნაყოფიერ და შედეგიან დისკუსიებსა და შეხვედრებს-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ "ტვიტერში" წერს. მთავრობის მეთაური ესპანეთის მეფის მიერ ნატოს სამიტის ლიდერებისთვის გამართულ ვახშამს დაესწრო, რომელსაც ესპანეთის მეფე ფილიპე VI და დედოფალი ლეტიცია მასპინძლობდნენ. "ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მადრიდის სამიტის ფარგლებში, მერგო პატივი ესპანეთის მეფის მიერ ლიდერებისთვის გამართულ ვახშამს დავსწრებოდი, რომელსაც მათი უდიდებულესობები ფილიპე VI და დედოფალი ლეტიცია მასპინძლობდნენ. მოუთმენლად ველი ალიანსის პარტნიორებსა და მოკავშირეებთან ნაყოფიერ და შედეგიან დისკუსიებსა და შეხვედრებს",-აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი. ცნობისთვის, მადრიდში, ესპანეთის მეფის ფილიპე VI-ს სახელით, ნატოს სამიტის მონაწილე სახელმწიფოების მეთაურების საპატივსაცემოდ ვახშამი გაიმართა, რომელსაც მსოფლიოს 40-ზე მეტი სახელმწიფოს ლიდერთან ერთად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო. შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა ესპანეთის მეფემ ფილიპე VI -მ. ნატოს სამიტის მონაწილე ლიდერებმა ერთობლივი ფოტო გადაიღეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)