|
2022-06-29 01:24:49, 1837 ნახვა
პოლიტიკა
მადრიდში ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ს პრეზიდენტ ბაიდენს შეხვდა
მადრიდში სადაც ნატოს სამიტი მიმდინარეობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და აშშ-ს პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი ერთმანეთს შეხვდნენ. შეხვედრის დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია, ხელის ჩამორთმევის ფოტოს მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური ავრცელებს. მადრიდში, ესპანეთის მეფის ფილიპე VI-ს სახელით, ნატოს სამიტის მონაწილე სახელმწიფოების მეთაურების საპატივსაცემოდ ვახშამი გაიმართა, რომელსაც მსოფლიოს 40-ზე მეტი სახელმწიფოს ლიდერთან ერთად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო. შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა ესპანეთის მეფემ ფილიპე VI -მ. ნატოს სამიტის მონაწილე ლიდერებმა ერთობლივი ფოტო გადაიღეს. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, დელეგაციასთან ერთად მადრიდში ნატოს სამიტში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა. საქართველოს მთავრობის მეთაური სამიტზე ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მიიწვია.მადრიდში ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილი ორმხრივ მაღალი დონის შეხვედრებსაც გამართავს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|






ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)