18:09 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-29 00:42:09, 1313 ნახვა

მსოფლიო
პუტინთან დაახლოებულმა ოლიგარქმა ოლეგ დერიპასკამ უკრაინაში ომს კოლოსური შეცდომა უწოდა

რუსმა ბიზნესმენმა და პუტინთან დაახლოებულმა ოლიგარქმა ოლეგ დერიპასკამ უკრაინაში ომს "კოლოსური შეცდომა" უწოდა.

„ვფიქრობ, კოლოსალური შეცდომა დაანგრევს უკრაინას“, - თქვა მან მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ ღონისძიებაზე და რამდენჯერმე უწოდა უკრაინის ვითარებას „ომი“ და არა „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“.

ალუმინის გიგანტის Rusal-ის დამფუძნებელმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთში პოლიტიკური რეჟიმის ცვლილებას ლოდინი უაზროა. "არ არსებობს რეჟიმის შეცვლის პოტენციალი. ოპოზიციას ურჩევნია ლამაზი ევროპული ხედები", - თქვა დერიპასკამ.

ბიზნესმენმა ასევე აღნიშნა, რომ ხელისუფლებას არ მიუღია რუსეთის ეკონომიკის დარტყმის შესამსუბუქებლად საჭირო გადაწყვეტილებები და დასძინა, რომ სანქციები "რუსეთისთვის უფრო მტკივნეული იყო", ვიდრე დასავლეთისთვის.

ჟურნალ Forbes-ის მონაცემებით, დერიპასკას ქონება, რომელიც დასავლეთის სანქციებს ექვემდებარება, 2022 წელს 1,7 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. გასულ წელს მისმა ქონებამ 3,8 მილიარდი დოლარი შეადგინა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუტე: მომავალი წლისთვის ალიანსს ექნება შესაძლებლობა, ყოველწლიურად 4 მლნ-მდე ჭურვი აწარმოოს
დონალდ ტრამპი ანკარაში ჩავიდა
პაპუაშვილი: ევროკავშირს აღარ აქვს ფუფუნება, საკუთარ თავს კვლავ ექსკლუზიურ კლუბად აღიქვამდეს
დეპარტამენტი: ავტობანის ლანჩხუთი-ლესას მონაკვეთი 9 ივლისამდე ჩაიკეტება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics