10:00 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-28 18:23:50, 1204 ნახვა

ომი უკრაინაში
დანილოვი მედვედევს - ტერმინი „თქვენი ყირიმი“ მხოლოდ უკრაინის მოძულე კრემლის ჩინოვნიკის თავში თუ არსებობს

ტერმინი ,,თქვენი ყირიმი" მხოლოდ უკრაინის მოძულე კრემლის ჩინოვნიკის თავში თუ არსებობს. - ამის შესახებ განაცხადა დროებით ოკუპირებული ყირიმის ნახევარკუნძულის სტატუსთან დაკავშირებით უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ალექსეი დანილოვმა რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის დიმიტრი მედვედევის საპასუხოდ.

მისივე თქმით, ყირიმის დაბრუნება მოხდება ყოველგვარი ზედმეტი ცდის გარეშე, უსწრაფესად.

"მსურს, დავამშვიდო ბატონი მედვედევი, ტერმინი ,,თქვენი ყირიმი" მხოლოდ უკრაინის მოძულე კრემლის ჩინოვნიკის თავში თუ არსებობს. დროებით ოკუპირებული ყირიმის დაბრუნება მოხდება მალე, ყოველგვარი ზედმეტი ცდის გარეშე". - განაცხადა დანილოვმა.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვიტკოფი ირანთან მოლაპარაკებებისთვის კატარში გაფრინდა
შეერთებული შტატები 40 წლის შემდეგ პირველად შექმნის ახალ ბირთვულ ქობინს
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics