06:28 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-24 00:50:27, 1260 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძე - საქართველო ახლა უფრო ახლოსაა თავის ევროპულ ოჯახში დაბრუნების გზაზე

მაშინ, როდესაც მეტი საქმეა გასაკეთებელი, საქართველო ახლა უფრო ახლოსაა თავის ევროპულ ოჯახში დაბრუნების გზაზე, ვიდრე არასდროს, – ამის შესახებ თბილისის მერი, კახა კალაძე „ტვიტერზე“ წერს.

„ბევრი მადლობა ევროკავშირის საბჭოს ამ ისტორიული გადაწყვეტილებისთვის! მაშინ, როდესაც მეტი საქმეა გასაკეთებელი, საქართველო ახლა უფრო ახლოსაა, ვიდრე არასდროს თავის ევროპულ ოჯახში დაბრუნების გზაზე. ვულოცავ ყველა მოქალაქეს ამ ღირსშესანიშნავ მოვლენას!“,- წერს კახა კალაძე სოციალურ ქსელში.

ბრიუსელში დაწყებული ევროკავშირის სამიტზე უკრაინამ და მოლდოვამ ოფიციალურად მიიღეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების სტატუსი. ევროპული საბჭოს ხელმძღვანელმა, შალე მიშელმა გადაწყვეტილებას "ისტორიული მომენტი" უწოდა. ამგვარად, ევროკავშირის სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურებმა მხარდაჭერა გამოუცხადეს კიევს და კიშინოვს.
ამასთან,  ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ამ კონფლიქტის ბუნება გაურკვეველია.“ ​​ტოკაევმა პუტინს მოუწოდა, შეეწყვიტა ომი უკრაინაში
ზუგდიდში სამხედრო მოსამსახურეს ეძებენ
სალომე ზურაბიშვილი- რეჟიმი ქვეყანას ვერ მართავს, მგონი რუსეთში გაიქცნენ
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics