09:31 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-22 19:35:13, 1320 ნახვა

პოლიტიკა
გონჩარენკო ღარიბაშვილზე - სწორედ ამას ვგულისხმობდი, რომ ხალხი რუსეთთან და პარაზიტ ოლიგარქთან მარტო არ უნდა დარჩეს

სწორედ ამას ვგულისხმობდი, როდესაც ქართველ ხალხსა და მათ ხელისუფლებას შორის, უფსკრულზე ვსაუბრობდი. - განაცხადა ოლექსეი გონჩარენკო ირაკლი ღარიბაშვილის საპასუხიდ.

მისივე თქმით, ხალხი რუსეთთან და პარაზიტ ოლიგარქთან მარტო არ უნდა დარჩეს.

"გუშინ სიტყვით გამოვედი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე და ვთხოვე საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიცემა. განვმარტე, რომ ხალხი რუსეთთან და პარაზიტ ოლიგარქთან მარტო არ უნდა დარჩეს. მომესმა. დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ უკრაინა ითხოვდა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის არმინიჭებას. ის ამბობს, რომ არახამია ამას ევროპასა და შეერთებულ შტატებს ეხვეწებოდა. ვფიქრობ, სხვა არაფერი არ არის გასაკეთებელი. პრემიერსაც მოუსმინეს.
სწორედ ამას ვგულისხმობდი, როდესაც ვსაუბრობდი ქართველ ხალხსა და მათ ხელისუფლებას შორის არსებული უფსკრულის შესახებ. დასკვნას ქართველები გამოიტანთ, დარწმუნებული ვარ. მაგრამ რა შეუძლია სხვა ქვეყნებს საქართველოს მხარდაჭერის გარდა". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ დღეს ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინის მაღალჩუნოსნები საქართველოს ომში ჩამთრევად მოიხსენიე და ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდებებს უკრაინიდან უკვე მოჰყვა გამოხმაურება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ამ კონფლიქტის ბუნება გაურკვეველია.“ ​​ტოკაევმა პუტინს მოუწოდა, შეეწყვიტა ომი უკრაინაში
ზუგდიდში სამხედრო მოსამსახურეს ეძებენ
სალომე ზურაბიშვილი- რეჟიმი ქვეყანას ვერ მართავს, მგონი რუსეთში გაიქცნენ
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics