|
2022-06-21 14:57:10, 790 ნახვა
საზოგადოება
შრომითი მედიაცია "IDS ბორჯომი საქართველოს" მენეჯმენტსა და თანამშრომლებს შორის შეთანხმებით დასრულდა
შრომითი მედიაცია "IDS ბორჯომი საქართველოს" მენეჯმენტსა და თანამშრომლებს შორის შეთანხმებით დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, წარმატებული მოლაპარაკებების შედეგად, დასაქმებულები ქარხანაში მუშაობას განაგრძობენ და "IDS ბორჯომი საქართველო" სრულფასოვნად ფუნქციონირებას უახლოეს პერიოდში აღადგენს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, მოლაპარაკების პროცესში პირადად ჩაერთო მისი წარმომადგენელი, საქართველოს მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი. როგორც პრემიერმა განაცხადა "IDS ბორჯომი საქართველოში" დასაქმებული თითოეული თანამშრომლის უფლების დაცვა უზრუნველყოფილი იქნება. სამედიაციო შეთანხმებას მხარეებმა ხელი ბორჯომში მოეაწერეს. შეხვედრას ესწრებოდნენ შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსი ბექა ფერაძე და სახელმწიფო რწმუნებული სამცხე- ჯავახეთის მხარეში ბესიკ ამირანაშვილი.
დემოკრატი სენატორი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოუწოდებს „ლინდსი გრეჰემის ხსოვნისადმი“
ირანი აცხადებს, რომ ქუვეითში ამერიკული HIMARS-ის რაკეტმზიდები გაანადგურა
გარემოს ეროვნული სააგენტო -თელავში მოსულმა უხვმა ატმოსფერულმა ნალექმა მდინარე თელავისხევის აუზში ღვარცოფული პროცესების მკვეთრი გააქტიურება გამოიწვია
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)