11:16 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-21 14:10:57, 1605 ნახვა

პოლიტიკა
ვიოლა ფონ კრამონი - საქართველო არის ევროპა, რადგან მისი ხალხი ასე ამბობს!

საქართველო არის ევროპა, რადგან მისი ხალხი ასე ამბობს,- ასე გამოეხმაურა ვროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი, 20 ივნისს გამართულ აქციას.

კრამონის თქმით, საქართველო ევროპული მომავლის მქონე ერია, რასაც ვერც ერთი პოლიტიკური პარტია და გარე ქვეყანა ვერ შეცვლის.

„საქართველო არის ევროპა, რადგან მისი ხალხი ასე ამბობს! ეს არის ევროპული გულით, ევროპული ღირებულებებით, ევროპული მომავლის მქონე ერი. ამას ვერც ერთი პოლიტიკური პარტია და გარე ქვეყანა ვერ შეცვლის. ევროკავშირის კარი ღიაა თქვენთვის. თქვენ, ხალხო, გაქვთ ძალა, განსაზღვროთ თქვენი ქვეყნის ბედი”,- წერს კრამონი.

გარდა ამისა, თავის ვიდეომიმართაში ევროპარლამენტარი ანიშნავს, რომ გუშინდელი შეკრება დიდი ძალისხმევის შედეგია.

„ძვირფასო ქართველებო, მიხარია, რომ თქვენი ძალისხმევის შედეგია ეს დიდი შეკრება ამ საღამოს. თქვენ შეიკრიბეთ ყველასთვის, ვინც ძლიერ უჭერს მხარს ევროპულ ღირებულებებს თქვენს ქვეყანაში. ყველასთვის, ვისაც სურს იხილოს საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე. ყველასთვის, ვინც ჩვენთან ერთად იზიარებს ევროპულ ღირებულებებს.

თქვენ თავისუფლების მოყვარული ერი ხართ. თქვენ ევროპული ღირებულებების დიდი ხნის მხარდამჭერები ხართ, და ჩვენ ყველამ ეს კარგად ვიცით. ჩვენ მხარს გიჭერთ ყველა წამოწყებაში ამ გზაზე. გაუმარჯოს საქართველოს! გაუმარჯოს ევროპას!“,- განაცხადა კრამონმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ 20 ივნისს მოძრაობა "სირცხვილიას" ორგანიზებით აქცია, "შინ ევროპისკენ" გაიმართა. "ნეტგაზეთის" დათვლით აქციას მინიმუმ 120 000, მაქსიმუმ კი 160 000 ადამიანი დაესწრო. მოქალაქეები პარლამენტის წინ ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად შეიკრიბნენ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მუსლიმი ტერორისტი ბერლინში ლგბტ მსვლელობაზე ავტომობილით შევარდა
ზელენსკიმ ირანისთვის რუსეთის დახმარების დეტალები წარმოადგინა.
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
„ამ კონფლიქტის ბუნება გაურკვეველია.“ ​​ტოკაევმა პუტინს მოუწოდა, შეეწყვიტა ომი უკრაინაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics