|
2022-06-20 12:13:10, 1366 ნახვა
ეკონომიკა
ოთარ შამუგიამ კომპანიის „მუხათის მარანი“ ახლად გაშენებული ვენახი დაათვალიერა და ღვინის მცირე საწარმოს მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი დოხტურიშვილთან ერთად, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარი კომპანიის „მუხათის მარანი“ ახლად გაშენებული ვენახი დაათვალიერა და სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ღვინის მცირე საწარმოს მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო. „მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარება ჩვენთვის განსაკუთრებულად პრიორიტეტული მიმართულებაა. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ჩვენმა ბენეფიციარმა, სახელმწიფოს მხარდაჭერით შეძლო ახალი ვენახის გაშენება; ამ ეტაპზე, აშენებს თანამედროვე სტანდარტების ღვინის საწარმოს და გეგმავს სასტუმროს ინფრასტრუქტურის მოწყობას. შესაბამისად, აქ შეიქმნება აგროტურისტული სივრცე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ტურიზმის განვითარებისთვის, ისე ქართული ხარისხიანი პროდუქციის პოპულარიზაციისთვის“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)