12:57 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-18 17:03:40, 1001 ნახვა

პოლიტიკა
სარჯველაძე - ბიძინა ივანიშვილი რამენაირად იყენებდეს ძალაუფლებას საკუთარი ინტერესებისთვის, უბრალოდ, არ არსებობს

ნუ იტყვით, რომ რახან ივანიშვილს აქვს დიდი ფინანსური შესაძლებლობა, ოლიგარქია. - განაცხადა ქართული ოცნების დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი რამენაირად იყენებდეს ძალაუფლებას საკუთარი ინტერესებისთვის, უბრალოდ, არ არსებობს.

"ოლიგარქზე, როდესაც ვსაუბრობთ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ყველას გავხსოვდეს, რომ ეს არის არა უბრალოდ შეძლებული ადამიანების არსებობა, რომლებიც პარტიულ მოღვაწეობას ეწევიან, არამედ სახელმწიფო ხელისუფლებისა და ძალაუფლების გამოყენება საკუთარი მერკანტილური ინტერესებისთვის. მოცემულ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, ვისაუბროთ იმასთან დაკავშირებით, რომ არავითარი საფუძველი იმაზე საუბრისთვის, რომ შეიძლება, ბიძინა ივანიშვილი რამენაირად იყენებდეს ძალაუფლებას საკუთარი ინტერესებისთვის, უბრალოდ, არ არსებობს". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ევროკომისიამ უკრაინასა და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა, საქართველოსთვის კი არა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის კონგრესმა ტრამპის შვილის ბარონის დაკითხვა მოითხოვა
აშშ-ის განცხადებით, ირანის საზღვაო ბლოკადა გრძელდება
საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმების ფასები დაამტკიცა
ევროკავშირმა სანქციები დააწესა რუსულ „ინტერ რაოზე“, რომელიც ირიბად ფლობს ენერგეტიკულ აქტივებს საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics