14:36 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-17 18:24:37, 1102 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი - რაც მოგვივიდა დღეს, არის გაფრთხილება - რაც მოგივა დავითაო, მხოლოდ შენი თავითაო

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ევროკომისიის გადაწყვეტილებას ეხმიანება და აცხადებს, რომ ფაქტები იმას არ ნიშნავს, რომ ფარ-ხმალი უნდა დავყაროთ, რადგან ეს არ არის ქართული ხასიათი. 

მისი თქმით, რაც მოგვივიდა დღეს, არის გაფრთხილება - რაც მოგივა დავითაო, მხოლოდ შენი თავითაო და ეს ყოველივე ჩვენი ბრალია.

"შეიძლება იყოთ იმედგაცრუებული, მე უფრო იმ კატეგორიას ვეკუთვნი, რომელიც გაბრაზებულია, და მე ვეთანხმები წინა გამომსვლელს, რომ ჩვენ ამისი უფლება არ გვაქვს. ჩვენ შეიძლება ადრე და მე პირადად ბევრი რამე ვთქვი, იმიტომ, რომ ვხედავდი, რაც შეიძლება მზადდებოდა, ამან გამოიწვია ზოგის წყენა, გაბრაზება და სხვა რაღაცები, მაგრამ ფაქტს ვერ გავექცევით. ფაქტები იმას არ ნიშნავს, რომ ფარ-ხმალი უნდა დავყაროთ, ეს არ არის არც ქართული ხასიათი, არც ქალების ხასიათი. მე თქვენი იმედი მაქვს, მოსახლეობის იმედი მაქვს. არც იმედგაცრუების, არც წუწუნის დრო არ არის, იმიტომ, რომ რაც მოგვივიდა დღეს, არის გაფრთხილება - რაც მოგივა დავითაო, მხოლოდ შენი თავითაო. ჩვენი ბრალია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის კონგრესმა ტრამპის შვილის ბარონის დაკითხვა მოითხოვა
აშშ-ის განცხადებით, ირანის საზღვაო ბლოკადა გრძელდება
საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმების ფასები დაამტკიცა
ევროკავშირმა სანქციები დააწესა რუსულ „ინტერ რაოზე“, რომელიც ირიბად ფლობს ენერგეტიკულ აქტივებს საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics