|
2022-06-17 11:19:54, 2141 ნახვა
მსოფლიო
ზელენსკი - ჩვენ ვიგრძენით ერთდროულად ოთხი ევროპული ქვეყნის მხარდაჭერა
უკრაინამ ერთდროულად იგრძნო ოთხი ძლიერი ევროპული სახელმწიფოს მხარდაჭერა,- ამის შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. ზელენსკის თქმით, ეს იყო ისტორიული დღე, ვინდაიდან უკრაინის გვერდით იმყოფებოდა იტალია, რუმინეთი, საფრანგეთი და გერმანია, რომლებიც მხარს უკრაინის კანდიდატურას უჭერენ. „დღეს მართლაც ისტორიული დღეა - უკრაინამ ერთდროულად იგრძნო ოთხი ძლიერი ევროპული სახელმწიფოს მხარდაჭერა. კერძოდ, ჩვენი მოძრაობის მხარდაჭერა ევროკავშირისკენ. ჩვენთან ერთად არიან იტალია, რუმინეთი, საფრანგეთი და გერმანია. ოთხივე ლიდერი - ბატონი დრაგი, იოჰანისი, მაკრონი და შოლცი მხარს უჭერენ უკრაინის კანდიდატურას“, - განაცხადა ზელენსკიმ. ამასთან როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, ყველა შესაბამისი პროცედურა უნდა დასრულდეს და ყველა წევრი ქვეყანა უნდა შეუერთდეს ევროკავშირს. „ჩვენს დღევანდელ შეხვედრაზე გადაიდგა დიდი ნაბიჯი. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ლიდერებისგან მომესმინა კიდევ ერთი ფუნდამენტური რამ, რომ ისინი თანხმდებიან, ომის დასრულებას და მშვიდობას უკრაინაში”,- განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. ზელენსკიმ ასევე მადლობა გადაუხადა ლიდერებს უკრაინის მხარდაჭერისთვის. „მადლობელი ვარ იტალიის პრინციპული პოლიტიკური მხარდაჭერისთვის, მაკროფინანსური და თავდაცვითი დახმარებისთვის. ახლა ჩვენ გვაქვს ისტორიულად საუკეთესო ურთიერთობები - და დარწმუნებული ვარ, რომ ბევრად მეტის გაკეთება შეგვიძლია ჩვენი ხალხებისთვის. საფრანგეთი უზრუნველყოფს დამატებით "კეისრის" საარტილერიო დანადგარებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი თავდაცვისთვის. ასევე დღეს პრეზიდენტმა მაკრონმა გულწრფელად ისაუბრა, რომ ევროპული მხარდაჭერა უკრაინისადმი ისეთი უნდა იყოს, რომ მართლაც იგრძნოს, რომ ჩვენ ერთად ვიცავთ იმავე ღირებულებებს, ვიცავთ ევროპას. გერმანიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობის მიწოდება და შემდგომი მხარდაჭერა”,- დასძინა ზელენკიმ. შეგახსენებთ, რომ 16 ივნისს უკრაინის მხარდასაჭერად კიევში გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი, საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი და იტალიის პრემიერმინისტრი, მარიო დრაგი ჩავიდნენ.
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმები მშვიდობას აახლოებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)