|
2022-06-16 14:08:19, 1250 ნახვა
ეკონომიკა
თამარ არჩუაძე TAV AIRPORTS-ის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი თამარ არჩუაძე PASSENGER TERMINAL EXPO-ს ფარგლებში TAV AIRPORTS-ის ახლადდანიშნულ პრეზიდენტს, სერქან კაპტანს შეხვდა. შეხვედრას TAV AIRPORTS-ის მენეჯმენტი და TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერ თეა ზაქარაძე ესწრებოდნენ. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორის თბილისისა და ბათუმის აეროპორტების TAV Georgia-ს საქმიანობას და სააეროპორტო სფეროში არსებულ გამოწვევებს. ასევე, იმ ტექნოლოგიებისა და სერვისების შესაძლო დანერგვას, რომელსაც TAV Airports Groupe ADP თან ერთად 29 ქვეყნის 90 აეროპორტს სთავაზობს. Passenger Terminal Expo 2022-ის მასპინძელი და მთავარი ორგანიზატორი Groupe ADP (Aeroport De Paris)-ია, რომელიც TAV Airports-ის მთავარი აქციონერია. ორივე მათგანი ღონისძიებაზე საკუთარი სტენდითაა წარმოდგენილი. PASSENGER TERMINAL EXPO მსოფლიოში აეროპორტების უმსხვილესი ყოველწლიური გამოფენაა, რომელიც განლაგებულია 19 ათას კვადრატულ მეტრზე. მას ყოველწლიურად 130 ქვეყნის 2 ათასამდე დელეგატი ესწრება. ორი წლის შემდეგ, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მსოფლიოს 1900 მეტი აეროპორტის ხელმძღვანელი, საავიაციო ხელისუფლებისა და მასთან დაკავშირებული ბიზნესის წარმომადგენლები პირისპირ შეიკრიბნენ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)