14:18 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-15 14:03:45, 1347 ნახვა

სამართალი
პროკურატურამ ძარცვის ორ ეპიზოდზე დაკავებული პირის მიმართ სამკურნალო დაწესებულებაში მოთავსების თაობაზე სასამართლოს მიმართა

საქართველოს პროკურატურამ, ძარცვის ორ ეპიზოდზე დაკავებული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის და სამკურნალო დაწესებულებაში მოთავსების თაობაზე, სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ვაჟა-ფშაველას გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბრალდებულმა სავაჭრო ჯიხურის მინა შეამსხვრია და აშკარად მართლსაწინააღმდეგოდ ალკოჰოლურ სასმელებს დაეუფლა, რის შემდგომაც დანაშაულის ადგილიდან მიიმალა. დაახლოებით ერთი საათის შემდეგ, ბრალდებულმა მიცკევიჩის ქუჩის მიმდებარედ, მოქალაქეს ჯიბიდან მობილური ტელეფონი გასტაცა და ასევე, შემთხვევის ადგილიდან გაიქცა.

დაკავებულს ბრალდება ძარცვის ორ ეპიზოდზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარედგინა (ძარცვა, სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია).

სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულს ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაუყოვნებლივ დაენიშნა.

ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ბრალდებულს შეურაცხადობა დაუდგინდა, რის გამოც იგი ფსიქიატრიულ მკურნალობას საჭიროებს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარემ ბრალდებულის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის და ფსიქიატრიული მკურნალობის დანიშვნის შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ყირიმში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა
სიკორსკიმ გააკრიტიკა პოლონეთის რეაქცია „თეთრი არწივის ორდენის“ სკანდალზე
გახარია - ქვეყანაში ოპოზიციაში ყოფნა დღეს ფიზიკური უსაფრთხოების რისკს უკავშირდება
დააკავეს კაცი, რომელმაც მიუსაფარი ძაღლი დაჭრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics