17:32 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-15 12:08:37, 786 ნახვა

პოლიტიკა
გახარიას პარტია 16 და 20 ივნისს დაანონსებულ აქციებს არ უერთდება

20 ივნისის აქციაზე „ვერ“ არა, „არ“ ვიქნებით და ამას არ ვამბობ ნიშნისმოგებით. ჩემი პატივისცემა მინდა გამოვხატო იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც იქ მივლენ და გულწრფელ პროტესტს გამოხატავენ,- აცხადებს პარტია  „საქართველოსთვის“ წევრი ნათია მეზვრიშვილი.

მისი თქმით, ევროპისკენ გზა ვერ გავა იმ დღის სიმბოლიზებაზე, რომელსაც მათ შორის „პარლამენტზე შტურმის დატვირთვა“ აქვს, რომელ შტურმსაც არაფერი აქვს საერთო ევროპულ ღირებულებებთან.

"20 ივნისის აქციაზე „ვერ“ არა, „არ“ ვიქნებით და ამას არ ვამბობ ნიშნისმოგებით. ჩემი პატივისცემა მინდა გამოვხატო იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც იქ მივლენ და გულწრფელ პროტესტს გამოხატავენ. მე ვფიქრობ, თარიღი არასწორად იქნა შერჩეული, ვინაიდან, მათ შორის, ჩვეულებრივი ადამიანებისთვის 20 ივნისი ორმაგი დატვირთვის მატარებელია. ვიღაცეები, მხოლოდ ცალმხრივ სურათს ხედავენ და 20 ივნისს სუბიექტურად აფასებენ, ჩემი აზრით და ვიღაცეებისთვის ეს გულწრფელი პროტესტის ღამესთან ერთად არის პარლამენტზე შტურმის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ღამე. ჩვენ მარტივად ვუყურებთ - ევროპისკენ გზა ვერ გავა იმ დღის სიმბოლიზებაზე, რომელსაც მათ შორის პარლამენტზე შტურმის დატვირთვა აქვს, რომელ შტურმსაც არაფერი აქვს საერთო ევროპულ ღირებულებებთან. რა თქმა უნდა, პოზიციის დაფიქსირება მნიშვნელოვანია. ვიღაცა  ამას 20 ივნისს აქციაზე მისვლით გამოხატავს, ვიღაცა საქმით. ჩვენ გამოვხატავთ თამამი განცხადებებით და კონკრეტული ქმედებებით ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან,"- აცხადებს მეზვრიშვილი.

 გიორგი გახარიას პარტია ასევე არ უერთდება საქართველოს პრეზიდენტის მიერ დაანონსებულ აქციას, რომელიც 16 ივნისს გაიმართება. „საქართველოსთვის“  წევრმა, მიხეილ დაუშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ   მთავარი ამოცანა უნდა იყოს „ოცნებისგან“ პოლიტიკური ნების დაფიქსირება რეფორმების განხორციელებაზე, ეს უნდა იყის მთავარი და არა ის, თუ როდის დაფიქსირდება მოქალაქეების გამოხატვა 16 ივნისს თუ 20 ივნისს, ეს ფორმაა მხოლოდ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის კონგრესმა ტრამპის შვილის ბარონის დაკითხვა მოითხოვა
აშშ-ის განცხადებით, ირანის საზღვაო ბლოკადა გრძელდება
საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმების ფასები დაამტკიცა
ევროკავშირმა სანქციები დააწესა რუსულ „ინტერ რაოზე“, რომელიც ირიბად ფლობს ენერგეტიკულ აქტივებს საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics