|
2022-06-13 13:10:49, 1023 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - როდესაც მიიღება ქართველი ხალხისთვის შეურაცხმყოფელი რეზოლუცია, ჩვენი მხრიდან შესაბამისი პასუხები მოჰყვება
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თუ ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსი ევროპარლამენტის მიერ გამოცემული რეზოლუციის მსგავსი იქნება, "ყველაფერა ფარდა აეხდება". მისივე თქმით, საქართველომ ყველაფერი გააკეთა სტატუსის მისაღებად, განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში. "როდესაც ისმის შეურაცხმყოფელი განცხადებები, როდესაც ხდება შეურაცხმყოფელი რეზოლუციის მიღება, რომელიც პირდაპირი შეურაცხყოფაა ქართველი ხალხის, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან ამას მოჰყვება შესაბამისი პასუხები ყოველთვის. ამასთან დაკავშირებით იქნება გაკეთებული განცხადებები და ყველაფერს აეხდება ფარდა და ყველაფერს ვიტყვით რეალურად რა ხდება", - განაცხადა კალაძემ. სეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტმა საქართველოში მედიის მდგომარეობასა და ჟურნალისტების უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ მიღებულ რეზოლუციას მხარი დაუჭირა. რეზოლუციაში ცვლილება შევიდა, რომელიც ბიძინა ივანიშვილს და მისთვის ინდივიდუალური სანქციების დაწესებას ეხება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)