|
2022-06-09 16:22:29, 818 ნახვა
ეკონომიკა
ნინო თანდილაშვილმა ბიზნესსექტორთან კანონპროექტი „სამრეწველო ემისიების შესახებ“ განიხილა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა კანონპროექტის „სამრეწველო ემისიების შესახებ“ განხილვის სამუშაო შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით გახსნა. უწყების ცნობით, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებისთვის კანონპროექტის განხილვა „საქართველოს ბიზნესასოციაციის“ ორგანიზებით გაიმართა. შეხვედრას სამინისტროს შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ნინო თანდილაშვილმა ვრცლად ისაუბრა კანონპროექტის მნიშვნელობის შესახებ და ყურადღება კანონპროექტის შემუშავებისა და განხილვის პროცესში ბიზნესსექტორის წარმომადგენლების ჩართულობის აუცილებლობაზე გაამახვილა. „მოგეხსენებათ, აღნიშნული კანონპროექტის შემუშავების საფუძველი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება გახლავთ. ჩვენი მიზანია, კერძო სექტორთან მაქსიმალური კოორდინაციით შევიმუშაოთ ეფექტიანი საკანონმდებლო ბაზა, რამაც, საბოლოოდ, გარემოს დაბინძურების შემცირებას უნდა შეუწყოს ხელი“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა. უწყების ცნობით, კანონპროექტის მიზანია სამრეწველო საქმიანობის შედეგად ატმოსფერულ ჰაერში, წყალში და მიწაში ემისიების შემცირება და კონტროლი.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)