|
2022-06-09 21:19:04, 1326 ნახვა
პოლიტიკა
ქართული ოცნების მხარდამჭერების პეტიცია - მიენიჭოს ბიძინა ივანიშვილს ღირსების ორდენი
მიენიჭოს ბიძინა ივანიშვილს ღირსების ორდენი. - განაცხადეს ქართული ოცნების მხარდაჭერებმა მათ მიერ შექმნილ მანიფესტში. მათივე თქმით, სალომე ზურაბიშვილმა უნდა დააჯილდოვოს ივანიშვილი. "საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის სახელით, მე ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა მივმართავ საქართველოს პრეზიდენტს ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს! ქალბატონო პრეზიდენტო, ჩვენი საუკუნის დიდ ქველმოქმედს, ერისკაცს, ქველმოქმედებაში დახარჯული 3 მილიარდისთვის, კულტურული ძეგლების გადარჩენისთვის, ქვეყანაში დემოკრატიის დამკვიდრებისთვის, რეჟიმის შეცვლისთვის, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ქართველი ხალხის სახელით მიენიჭოს ღირსების ორდენი, ჩვენ გვინდა ჩვენი მადლიერება გამოვხატოთ ამ დიდი ადამიანის წინაშე! ჩვენს სურვილს გიდასტურებთ ხელმოწრებით". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ რომ დღეს რეზოლუციაში, საქართველოში მედიისა და ჟურნალისტების უსაფრთხო გარემოს შესახებ, ცვლილება შევიდა, რომელიც ბიძინა ივანიშვილს და მისთვის ინდივიდუალური სანქციების დაწესებას ეხება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)