|
2022-06-09 12:40:51, 1034 ნახვა
პოლიტიკა
„აბსოლუტურად აცილებულია ჩვენი ქვეყნის რეალობას“ - თალაკვაძე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე
ეს რეზოლუცია აბსოლუტურად აცილებულია რეალობას, რაც არის ჩვენს ქვეყანაში, - ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" დეპუტატი, არჩილ თალაკვაძე ევროპარლამენტის რეზოლუციას საქართველოს შესახებ, სადაც მედიის თავისუფლების დარღვევებსა და ჟურნალისტების უსაფრთხოებაზეა საუბარი. მისი თქმით, ექსპრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი და ტელეკომპანია "მთავარი არხის" დირექტორი, ნიკა გვარამია კანონმდებლობის სრული დაცვით არიან მიცემული პასუხისგებაში. "სიმართლე არის საქართველოს მხარეს, არც ნიკა გვარამია არ არის თავისუფალი მედია, არც მიხეილ სააკაშვილი არ არის დემოკრატიის შუქურა. ეს ადამიანები, კანონმდებლობის სრული დაცვით მიცემული არიან პასუხისგებაში და შესაბამისად, რა თქმა უნდა, მიგვაჩნია, რომ ეს რეზოლუცია აბსოლუტურად აცილებულია რეალობას, რაც არის ჩვენს ქვეყანაში", - განაცხადა თალაკვაძემ. ცნობისთვის, 8 ივნისს ევროპარლამენტში საქართველოში "მედიის თავისუფლების დარღვევებსა და ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე" დებატები გაიმართა, სადაც მომზადდა რეზოლუცია, რომლის კენჭისყრაც დღეს გაიმართება. .
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)